კომაროვის ღია კარის დღე

კომაროვის სკოლაში 26 მაისს ღია კარის დღე გაიმართა. სკოლამ 200-მდე დაინტერესებულ მშობელსა და მოსწავლეს უმასპინძლა. ღია კარის დღეზე აუდიტორიას სკოლის დირექტორმა სასკოლო პროგრამის და კლასგარეშე აქტივობების, მიდგომების, მიზნებისა და მიღწევების შესახებ გააცნო.

იხილეთ პრეზენტაცია კომაროვის სკოლის შესახებ

პრეზენტაციის შემდეგ სკოლის ადმინისტრაცის წევრებთან კითხვა-პასუხის სესია წარიმართა. მშობლებსა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო შეკითხები დაესვათ.

კომაროვის სკოლის ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს სახალისო ექსპერიმენტები ჩაუტარეს.

ასევე, სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლისა და პანსიონის ინფრასტრუქტურა. 

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ღია კარის საორგანიზაციო ჯგუფს და თითოეულ სტუმარს დაინტერსებისთვის.



ზემოთ